ბალანსში გაქვს 100 - მდე უკვე მზა მენეჯერული რეპორტი, რომელიც მარტივად ექსპორტდება ექსელსა და სხვა ტიპის ფაილებში. ასევე, შეგიძლია კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად ააწყო ანგარიშგებები, სადაც დააჯგუფებ და დაფილტრავ ინფორმაციას სასურველი მონაცემების ჭრილში.
ბალანსი რეპორტს დააგენერირებს დროიდ სასურველ პერიოდზე (კვირა, თვე, კვარტალი და ა.შ) და მითითებული პერიოდულობით ავტომატურად გააგზავნის მომხმარებლის ელ.ფოსტაზე.
ბალანსში შესაძლებელია შეიქმნას არასტანდარტული ოპერაციების/დოკუმენტების შაბლონები, რომელიც რამდენიმე გატარებას აერთიანებს და მითითებული ლოგიკის შესაბამისად აკეთებს გამოთვლებს და ბუღალტრულ გატარებებს.
შედეგად, თითოეული ბუღალტერი ნაკლებ დროში ასრულებს ბევრად მეტ სამუშაოს.
ბალანსში მარტივად აკონტროლებ მიღებულ ავანსებზე დარიცხულ და გაცემულ ავანსებზე ჩასათვლელ დღგ-ს თანხებს.
შეგიძლია მიღებული ავანსის ა/ფ-ის ჩამოტვირთვა და გაცემული ავანსის ა/ფ-ის ატვირთვა პროგრამიდანვე.
ყოველი თვის 15 რიცხვში მზად გაქვს დამუშავებული ინფორმაცია დეკლარაციების შესავსებად, რომელსაც RS.ge-ზე მხოლოდ გადატანა სჭირდება.
ბალანსი ხელმისაწვდომია ქლაუდზე. ეს ნიშნავს, რომ თუ გაქვს ინტერნეტი, ნებისმიერი ლოკაციიდან შეძლებ კომპანიის სამუშაო ბაზაზე წვდომას.