საბუღალტრო პროგრამა ბალანსი

გაიმარტივე ბუღალტრული აღრიცხვა: მინიმუმამდე შეიმცირე რუტინული საქმე და მოამზადე დეკლარაციები რამდენიმე წუთში

საბუღალტრო პროგრამა ბალანსი

გაიმარტივე ბუღალტრული აღრიცხვა: მინიმუმამდე შეიმცირე რუტინული საქმე და მოამზადე დეკლარაციები რამდენიმე წუთში

ჰარმონია RS.ge-სთან

  • შესრულებულ სამუშაოს პარალელურად ასახავ RS.ge-ზე: ბალანსში 1 კლიკით აიტვირთავ/ჩამოიტვირთება სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები და 2 წამში იქმნება შესაბამისი ბუღალტრული გატარებები.
  • ერთხელ ადგენ შესაბამისობებს მიღებულ ზედნადებებში მითითებულ და შენს ბაზაში არსებულ სასაქონლო მარაგების დასახელებებს შორის, რასაც ბალანსი ავტომატურად გაავრცელებს შემდგომ შესყიდვებზე.
  • რეპორტით ამოწმებ ბუღალტრულ გატარებებს - ბალანსი გამოგიტანს ცდომილებებს პროგრამულად ასახულ და RS.ge-ზე არსებულ ზედნადებებსა და ა/ფ-ებს შორის.

გამარტივებული დეკლარირება

15 რიცხვში დეკლარაციების ჩასაბარებლად გაქვს ანგარიშგებები მზა ინფორმაციით:

დღგ-დეკლარაციისთვის:

  • დარიცხული დღგ-ისანალიზი - დეტალურად ხედავ დღგ-ს დეკლარაციის მუხლებისა და განაკვეთების შესაბამისად დარიცხული დღგ-ს თანხებს.
  • ჩასათვლელი დღგ-სანალიზი - ხედავ ჩასათვლელი დღგ-ს თანხის ოდენობას.აკონტროლებ მიღებული და მისაღებ ფაქტურებს მომწოდებლების და შესყიდვის ოპერაციების ჭრილში.

საშემოსავლოს დეკლარაციისთვის:

  • მზადა აგანახლებული დანართი "ა", რომელიც ბალანსში დაფიქსირებული გატარებების მიხედვით ავტომატურად ივსება და ექსელით იტვირთება RS.ge-ზე
  • საპენსიო დეკლარაცია - საპენსიო სქემაში ჩართული თანამშრომლებისა და მათი საპენსიო ანარიცხების რეპორტი - ესეც ავტომატურად ივსება და მხოლოდ ატვირთვაღა სჭირდება pensions.ge-ზე.

 

ქონების გადასახადის დეკლარაციისთვის

  • ძირითადი საშუალებების უწყისი - სადაც მოცემულია ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებები პერიოდის დასაწყისში და ბოლოსთვის. ძირითადი საშუალებები დაჯგუფებულია დეკლარაციაში არსებული კატეგორიების მიხედვით და მზად არის მონაცემები ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასატანად.

მოგების დეკლარაციისთვის

  • მზად გაქვს მოგების გადასახადის ანალიზი, სადაც ხედავ დაბეგვრის ობიექტების და ტიპების მიხედვით დარიცხული მოგების გადასახადს, ასევე დასაბეგრ თანხას და ჩათვლა/შემცირებას.

ავტომატიზაცია, რომელსაც აკონტროლებ

ბალანსში შესაძლებელია ნებისმიერ სამეურნეო ოპერაციაზე დავადგინოთ ან შევცვალოთ დეფოლტად მითითებული ანგარიშები და შესაბამისად ავტომატურად მოხდეს ბუღალტრული გატარებები.

ამასთან, ნებისმიერ რეპორტში გამოტანილი მონაცემები შეიძლება გაიშიფროს დეტალურად - პირველადი დოკუმენტების ბუღალტრული გატარებების დონეზე.

ავტომატურად გენერირებადი ფინანსური ანგარიშგებები

ბალანსში გამარტივებულია ფინანსური აღრიცხვა - პროგრამმა ავტომატურად ქმნის მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების მოძრაობისა და საბალანსო ანგარიშგებებს. გარდა ამისა გაქვს 80-ზე მეტი სრულყოფილი ანგარიშგება კომპანიის საქმიანობის ყველა მიმართულების ანალიზისათვის.

 

ასევე შეგიძლია პროგრამაშივე ააწყო მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისი ნებისმიერი სპეციფიკური რეპორტი.

აღრიცხვა Cloud-ზე

ბალანსი მუშაობს ქლაუდზე - ანუ, ბაზას გახსნი და პროგრამაში იმუშავებ ნებისმიერი კომპიუტერიდან, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი.

თუმცა, თუ ქლაუდით არ ხარ დაინტერესებული, გვაქვს ლოკალური - ე.წ. on premis ვერსიაც

არასტანდარტული ოპერაციების აწყობა

ბალანსში მუშაობა ნიშნავს ნაკლებ რუტინას - შესაძლებელია აეწყოს არასტანდარტული ოპერაციები, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებზე - ასეთ ოპერაციებში შესაძლებელია ანგარიშები დავადგინოთ ერთხელ და შემდგომში, ყოველი გატარებისას ავტომატურად შეიქმნას მოთხოვნის შესაბამისი ბუღალტრული გატარება.

ბაზის აღდგენა და გადატანა

თუ კომპანიას ინფორმაციის "დაწევა" სჭირდება, ბალანსი აქაც გაგიმარტივებს საქმეს:

1) RS.ge-სთან ინტეგრაციის გამოყენებით - ბალანსში ავტომატურად შეიქმნება ბუღალტრული გატარება ყველა ძველ რეალიზაციასა და შესყიდვაზე, ასევე საქონლის გადაადგილებაზე გაცემული, მიღებული და შიდა გადაზიდვის ზედნადების მიხედვით.

2) თუ ძველი მონაცემები ექსელში გაქვს, უბრალოდ "გადაალაგებ" ანუ, ბალანსის შაბლონის შესაბამის ფორმას მისცემ, ერთი კლიკით შეტვირთავ და შექმნი ახალ ბაზას.

 

საკანონდებლო ცვლილებების კვალდაკვალ

ყველა საგადასახადო ცვლილება პარალელურად აისახება ბალანსის ფუნქციონალში. პროგრამაში მომზადებულია მე-3 და მე-4 კატეგორიის კომპანიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშგებების ფორმა.

უკვე შევიდა ფუნქციონალში დღგ-ის ცვლილების შესაბამისი განახლება, რომელიც ეხება უსასყიდლო მიწოდებისას დღგ-ს დარიცხვას თვითღირებულებიდან. ასევე, ბალანსში დავამატეთ თანამშრომლების რეესტრი სტატუსების მიხედვით - rs.ge-ზე დამატებული თანამშრომელთა რეესტრის შესაბამისად.

მხარდაჭერის ჩატი

ბალანსში ჩაშენებულია მხარდაჭერის ონლაინ ჩატი - გყავს მუდმივი მხარდაჭერის კონსულტანტი და მუშაობის პროცესში, პროგრამიდან გაუსვლელად იღებ კითხვებზე პასუხს, ყველანაირი დამატებითი ზარების გარეშე.