რას აღარ ნახავ მაღაზიაში..

ბიზნესქეისები
05 მარტი,2021

რას აღარ ნახავ მაღაზიაში..

 

  • პირველი და მთავარი: მაღაზიის პროგრამა, სადაც აღწერილი იქნება ყველაფერი, რაც მაღაზიაში იყიდება და მარაგები, რომელიც  ჯერ ისევ საწყობშია
  • მეორე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი: სენსორული პოსი + შტრიხკოდ სკანერი, მოლარემ რომ სწრაფად იმუშაოს
  • მესამე და ძალიან სასურველი: გადახდის ტერმინალები - ჯიბეში ქეშით დღეს უფრო და უფრო ცოტა ადამიანი დადის
  • მეოთხე მაგრამ გააჩნია რას ყიდი - სასწორი ასაწონი პროდუქტებისთვის და შტრიხკოდ სკანერი

აქვე გეტყვით, რომ თუ მართლაც გახსნი მაღაზიას, ბალანსში გექნება გაყიდვებიც, მარაგებიც და პოსიც + დააკავშირებ ყველა სავაჭრო მოწყობილობასთან.

 

თუმცა, რას იტყოდი მაღაზიაზე სადაც სალარო საერთოდ არ არის, ან მეტიც გადახდაც კი არ ხდება, ან კიდევ პერსონალური რობოტები გყავს, რომლებიც მომხმარებლებს დაყვებიან და მათ მაგივრად დაატარებენ პროდუქტს ? 



ბალანსის გუნდში მუდმივად ვეცნობით ტენქოლოგიურ სიახლეებს და ახალ ტენდენციებს ვაჭრობაში, ფეხი რომ ავუწყოთ ტემპს და ჩვენს რეალობაშიც დავნერგოთ. შეიძლება ამ ბლოგში მოყოლილი ამბები შორი პერსპექტივა ჩანდეს, თუმცა ტექნოლოგიების ეპოქაში არ გაგვიკვირდება მალე თბილისის სუპერმარკეტშიც თუ შეგვხვდება დამოუკიდებელად მოსიარულე ურიკა, შოთის პურით და ჯონჯოლით.

 

მაშ ასე, ამ ბლოგში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ჭკვიან მაღაზიებს: 

 

 

Amazon Go

 

ამაზონი რომ ონლაინ შოპინგის გურუა ეჭვი არავის გვეპარება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფიკური ე.წ. offline ვაჭრობის სფეროში ჩამოუვარდება ვინმეს. მეტიც, მგონი ყველას გაასწრო: ჯერ კიდევ 2018 წელს ნიუ-იორკში ამაზონის ჰიპერმარკეტი გაიხსნა. ამ ჰიპერმაკეტში ყველასგან განსხვავებული წესებია:

 

1) შედიხარ ჰიპერმარკეტში

2) დადიხარ და დახლებზე ათვალიერებ პროდუქციას

3) ვთქვათ მოგეწონა ორცხობილა, აიღებ და ჩაიდებ ჯიბეში

4) კიდევ გაივლი

5) დაფიქრდი და წვენსაც მიაყოლებდი, აიღებ და ჩაიდებ წვენს ჩანთაში


საკმარისია? უბრალოდ გამოხვალ მაღაზიიდან. 

 

არც რიგია, არც  სალარო.. არც სიგნალიზაცია, რომელსაც წესით ამ დროს უნდა „ეკივლა“, არც დაცვა, რომელიც უნდა გამოქცეულიყო და ჩანთა გახსენიო ეთქვა.

კროგერი არის ამერიკულმა სასურსათო მარკეტების ქსელი, რომელმაც გადაწყვიტა გარემოზე იზრუნოს და თავის ასობით სუპერმარკეტში ფასების მიმანიშნებელი ქაღალდის სტიკერები გააქრო.

ამის ნაცვლად დახლებზე პროდუქტის ქვემოთ განთავსებულია მონიტორები, რომელზეც არის ფასიც და ასევე პროდუქტის შესახებ სხვა ინფორმაცია. ამ გზით ძალიან მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი ფასების განახლება, ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

სხვათაშორის, ეს პრაქტიკა საქართველოშიც არის ნაცადი 1C ERP-ის მიერ - პატარა დეშბორდებზე ფასები პროგრამიდან რომ წაიღოს.

 

ება გადაწყვიტეთ ან უბრალოდ ონლაინ მაღაზიის შექმნა მოგინდათ შესაფერისი მაღაზიის პრ

იულიუს მაინლი

ოგრამა უკვე გვაქვს <3