თუ ხარ ბუღალტერი

დაზოგე ენერგია და გამოითავისუფლე მეტი სამუშაო დრო 

 

 

თუ ხარ ბუღალტერი

დაზოგე ენერგია და გამოითავისუფლე მეტი სამუშაო დრო 

 

 

ჰარმონია RS.ge-სთან

  • პროგრამაში შესრულებულ სამუშაოს პარალელურად ასახავ RS.ge-ზე: 1 კლიკით ტვირთავ/ჩამოტვირთავ ზედნადებებსა და ანგარიშ-ფაქტურებს და 2 წამში ქმნი შესაბამის გატარებებს.
  • ერთხელ ადგენ შესაბამისობებს მიღებულ ზედნადებებში მითითებულ და შენს ბაზაში არსებულ დასახელებებს შორის, რასაც ბალანსი ავტომატურად გაავრცელებს შემდგომ შესყიდვებზე.
  • რეპორტით ამოწმებ გატარებებს - ბალანსი გამოგიტანს ცდომილებებს პროგრამულად ასახულ და RS.ge-ზე არსებულ ზედნადებებსა და ა/ფ-ებს შორის.

დეკლარირება 1 საათში

15 რიცხისთვის 3-ვე დეკლარაციისთვის გაქვს ანგარიშგებები მზა ინფორმაციით:

დღგ-ს დეკლარაციისთვის:

  • დარიცხული დღგ-ის ანალიზი - პირდაპირ ხედავ რომელი ბრუნვებია დასაბეგრი და რომელი არა, ასევე ცალკე სვეტში გიჩვენებს დასაბეგრ ბრუნვებზე დარიცხულ დღგ-ს
  • ჩასათვლელი დღგ-ს ანალიზი - ხედავ რამდენი დღგ-ს ჩათვლა შეგიძლია, რომელი ფაქტურებით და რომელ ოპერაციებზე არ გაქვს მიღებული ფაქტურები

საშემოსავლოს დეკლარაციისთვის:

  • უკვე მზადაა განალებული დანართი "ა", რომელიც ბალანსში გაკეთებული გატარებების მიხედვით ავტომატურად ივსება და ექსელით იტვირთება RS.ge-ზე
  • საპენსიოს დეკლარაცია - საპენსიო სქემაში ჩართული თანამშრომლებისა და მათი საპენსიო ანარიცხების რეპორტი, ასევე RS.ge-ის ფორმით.

ქონების გადასახადის დეკლარაციისთვის

  •  ძირითადი საშუალებების უწყისი - სადაც მოცემულია ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებები პერიოდის დასაწყისში და ბოლოსთვის. ძირითადი საშუალებები დაჯგუფებულია დეკლარაციაში არსებული კატეგორიების მიხედვით და მზად არის მონაცემები დეკლარაციაში გადასატანად.

ავტომატიზაცია, რომელსაც აკონტროლებ

ბალანსში შესაძლებელია თითოეული გატარების დებეტ-კრედიტის გაკონტროლება, ამისთვის ყველა დოკუმენტში არის ღილაკი, რომელსაც პირდაპირ გატარებების ჟურნალზე გაყავხარ. ასევე, თითოეულ დოკუმენტშივე არის შესაძლებელი ანგარიშების კოდების ხელით ჩასწორება.

 

ამასთან ერთად, გატარებების ჟურნალზე გასვლა შესაძლებელია ნებისმიერი ბუღალტრული ანგარიშგებიდან, თუ მენეჯერული რეპორტიდან - უბრალოდ სასურველი დოკუმენტის არჩევით.

ავტომატურად გენერირებადი ფინანსური ანგარიშგებები

ბალანსი ავტომატურად ქმნის მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების მოძრაობისა და საბალანსო ანგარიშგებებს. გარდა ამისა გაქვს 50-ზე მეტი სრულყოფილი ანგარიშგება კომპანიის საქმიანობის ყველა მიმართულების ანალიზისათვის.

 

ასევე, შეგიძლია პროგრამაშივე ააწყო მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისი ნებისმიერი სპეციფიკური რეპორტი და და ნებისმერი მომენტში ამოუექსპორტო ექსელში.

რამდენიმე გატარება 1 მოქმედებით

ბალანსში მუშაობა ნიშნავს ნაკლებ რუტინას - რამდენიმე გატარებას გააერთიანებ ერთ ოპერაციაში. მაგალითად, შეგიძლია 1 კილიკით შექმნა ძირითადი საშუალების ცვეთის დარიცხვის, რეალიზაციისა და ჩამოწერის გატარებები.

ბაზის აღდგენა და გადატანა

თუ კომპანიას ინფორმაციის "დაწევა" სჭირდება, ბალანსი აქაც გაგიმარტივებს სააქმებს:

1) RS.ge-ის გამოყენებით - ბალანსი ავტომატურად შექმნის გატარებებს ყველა ძველ რეალიზაციასა და შესყიდვაზე რამდენიმე წუთში, გაცემული და მიღებული ზედნადებების მიხედვით.

2) თუ ძველი მონაცემები ექსელში გაქგვს, უბრალოდ "გადაალაგებ" ანუ, ბალანსის შაბლობსი შესაბამის ფორმაცს მისცემ, ერღუი კლიკით შეტვირთავ და შექმნი ახალ ბაზას.

 

მხარდაჭერის ჩატი

ბალანსში ჩაშენებულია მხარდაჭერის ონლაინ ჩატი - ჩვენი გუნდი მუდამ ხაზზეა. მუშაობის პროცესში პროგრამიდან გაუსვლელად იღებ კითხვებზე პასუხს, ყველანაირი დამატებითი ზარებისა და ლოდინი გარეშე. 

საკანონდებლო ცვლილებების კვალდაკვალ

ყველა საგადასახადო ცვლილება პარალელურად აისახება ბალანსის ფუნქციონალში. პროგრამაში მომზადებულია მე-3 და მე-4 კატეგორიის კომპანიებისათვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშგებების ფორმა. ასევე განახლებული დანართი "ა" საშემოსავლოს დეკლარაციისთვის. 

ამასთან, ვმუშაობთ დღგ-ის ცვლილებების შესაბამისი ფუნქციონალის დამატებაზე, რომელიც 2021 წელს შევა ძალაში.