საწყობის მართვა, წარმოება, მაღაზიის ავტომატიზაცია, ბუღალტერია და რეპორტინგი ერთიან სისტემაში. მომხმარებლების როლების მართვა და ავტორიზაციები.
სტანდარტული ოპერაციების ავტომატური გატარებები, ზედნადებების დამუშავება რამდენიმე კლიკით და მზა ინფორმაცია დეკლარაციებისთვის
გეგმიური და შეკვეთების მიხედვით წარმოების სრული ციკლის აღრიცხვა, წარმოების ყველა ხარჯის განაწილება პროდუქციის თვითღირებულებაში
დააფიქსირე მომხმარებლის შეკვეთები და მიაბი შესაბამისი შესყიდვები. რეპორტებით შეადარე შესყიდული პროდუქციის ძველი და მიმდინარე ფასები. დაუდგინე განსაკუთრებული პირობები მომწოდებლებს და პროდუქციის თვითღირებულებაზე გაანაწილე იმპორტის, ტრანსპორტირებისა და სხვა დამატებითი ხარჯები.
პროგრამულად ასახე მყიდველებთან ურთიერთობის სრული პროცესი - ჯერ დააფიქსირე კომერციული შეთავაზება და საფუძველზე მიაბი რეალიზაცია. გაყიდვის ოპერაციები 1 კლიკით აისახება RS.GE-ზე. ერთსა და იმავე პროდუქტებზე შეგიძლია დაადგინო განსხვავებული ფასები ერთგული მომხმარებლებისთვის, თუნდაც განსხვავებულ ვალუტაში.
Balance Enterprise-ში ავტომატიზებული გაქვს მაღაზიაც. ყველა სავაჭრო მოწყობილობა ინტეგრირებულია პროგრამასთან. მოლარე პროგრამულად ხედავს საწყობს, მარტივად მუშაობს სპეციალურ გაყიდვების ინტერფეისში და შედეგად ამცირებს მექნიკურ შეცდომებსა და მომსახურების დროს.
აკონტროლე ნაშთები საწყობები მიხედვით: პროგრამულად ადევნე თვალი მარაგების გადაადგილებას საწყობებს შორის, დაადგინე პროდუქციის მინიმალური ნაშთები. აღრიცხე პროდუქცია პარტიების და სერიების მიხედვით. გაყიდული პროდუქცია და წარმოების პროცესში გახარჯული მასალები ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან.
მიუთითე სასურველი პერიოდი ბალანსში და ნებისმიერ მომენტში პროგრამა 1 კლიკით გამოგიტანს მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების მოძრაობისა და საბალანსო ანგარიშგებებს. ბალანსში მარტივად ითვლი თანამშრომლების ხელფასებს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის ან ნამუშევარი დროის მიხედვით.
ძირითად ფინანსურ ანგარიშგებებთან ერთად, ბალანსის რეპორტინგ სისტემაში გაქვს ნებისმიერი სასურველი რეპორტი, კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპისთვის. Cloud ტექნოლოგიით კი პროგრამასთან წვდომა გაქვს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.