ბალანსში თვალს ადევნებ შენი პროდუქციის შიდა მოძრაობას. საწყობის მენეჯერები აფორმებენ გადაადგილებაზე შეკვეთებს და პროდუქციის რეალურად მიღების შემდეგ ადასტურებენ პროგრამაშივე. ბალანსი ავტორიზაციის ფუნქციონალი საშუალებას გაძლევს თავიდან აირიდო არასანქცირებული შეკვეთები.
თუ გჭირდება ნაშთების დეტალური კონტროლიბალანსი საშუალებას გაძლევს:
ბალანსში შეგიძლია პროდუქცია აღრიცხო ვადებისა და სერიების მიხედვით და გაყიდვები დააფიქსირო კონკრეტული პარტიების შესაბამისად.
რეპორტები საშუალებას მოგცემს დეტალურად - ვარგისიანობის ვადების ჭრილში, გააკეთო განხორციელებული ოპერაციების ანალიზი.
იმისთვის, რომ ზუსტად დაინახო მარაგების პროგრამულად აღრიცხულ და ფაქტობრივ რაოდენობებს შორის გადახრა, ბალანსში იქნება ინვენტარიზაციის დამოუკიდებელ დოკუმენტს თითოეული საწყობისთვის. ამავე დოკუმენტის საფუძველზე შეგიძლია პროდუქტის ზედმეტობის შემოსავალში აღება, ხოლო დანაკლისის ჩამოწერა.
რეპორტებში ხედავ რომელ საწყობში რა პროდუქციაა; როდის არის შესყიდული და რა ნაწილია გაყიდული ან ჩამოწერილი; რა არის ამ პროდუქტის თვითღირებულება, რა ნაშთია დარჩენილი, სად გაქვს უარყოფითი ან მინიმალური ნაშთები და გიწევს შეკვეთა; გადაადგილდა თუ არა მარაგი ერთი საწყობიდან მეორეში.
თუ მარაგების მართვისთვის შენთვის მნიშვნელოვანია სხვა ინფორმაცია, თავად აწყობ სასურველ რეპორტს.